"ვამბობდი, ეს ბავშვი ახალი ლუკა მოდრიჩია!" - ამერიკელი საფეხბურთო ვლოგერი ჯანოზე » სპორტის ხაზი

"ვამბობდი, ეს ბავშვი ახალი ლუკა მოდრიჩია!" - ამერიკელი საფეხბურთო ვლოგერი ჯანოზე

"ვამბობდი, ეს ბავშვი ახალი ლუკა მოდრიჩია!" - ამერიკელი საფეხბურთო ვლოგერი ჯანოზე
22-08-2023, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ამერიკელი საფეხბურთო ვლოგერი ჯანო ანანიძეზე საუბრობს.

"როცა ვფიქრობ საქართველოს, ერთ ბიჭზე მეფიქრება, რომელიც, როცა ვნახე, 19-20 წლის იყო.

ჯანდაბა, ეს ბიჭი ძალიან მაგარია, მაგრამ ის არ მომწიფებულა. ეს ბიჭი არის ჯანო ანანიძე.

მინდა ყველამ ნახოთ მისი კარიერული მომენტები 2013 წლის სეზონიდან. მახსოვს, ამ ბიჭის თამაშის ყურება ისე მსიამოვნებდა, პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. ვამბობდი, ეს ბავშვი ახალი ლუკა მოდრიჩია!

თუ მის მომენტებს ნახავთ 2013 წლიდან, ამ ბავშვს საოცრად დიდი პოტენციალი ჰქონდა. როგორ ეხებოდა ბურთს, რამდენად საოცარი დრიბლიორი იყო, მეტოქეებს როგორ ხდებოდა. ვამბობდი, ვინაა ეს ბიჭი, ასეთი მაგარი?

ქართველი, 19 წლის. ეს ბიჭი ძალიან მაგარია. საქართველო ელოდა მისგან რაღაც განსაკუთრებულს და ის წავიდა საფეხბურთო კარიერიდან ისე, რომ რაიმე დიდი არ შეუქმნია.

არ ვიცი, ასე რატომ მოხდა? იქნებ ქართველებმა იციან? მინდა ვიცოდე სიმართლე, რა მოხდა ზუსტად
", - ამბობს ამერიკელი საფეხბურთო ვლოგერი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი