მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელმა, გიორგი ჯიქიამ რუსულ მედიასთან ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ჯანო ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე უნახავს:
"ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია? - რასაკვირველია, ჯანო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს."
"ალბათ, ბევრი იფიქრებს, რომ ანანიძეს მეგობრობის გამო ვასახელებ, სინამდვილეში კი მას საოცარი ხედვა, პასის კულტურა და საფეხბურთო ინტელექტი ჰქონდა."
"ჩემს ნათქვამს ყველა ის ადამიანი გაიმეორებს, რომელიც ფეხბურთს ჯანოს გვერდით თამაშობდა და ფეხბურთის გარშემო რამე გაეგება." - თქვა ჯიქიამ