ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე კვირას, სასულოსთან მატჩში დაბრუნდება, ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
სერია A-ს პირველი ტური ფროზინონესთან, სადაც პარტენოპეიმ 1:3 იმარჯვა, ახალგაზრდა ვინგერმა კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა, თუმცა როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი კვარცხელია კარგ კონდიციაში შედის და მოწადინებულია, რომ კვირას პოლიტანოსთან და ოსიმენთან ერთად შემტევი ტრიო შექმნას.
"ქართველი შემტევის მიზანია, რომ სასუოლოსთან მოედანს დაუბრუნდეს, ეს კი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მისი პრობლემა ფეხის კუნთებთან დაკავშირებით, მოგვარებულია.
დროის გასვლასთან ერთად იგი კარგ კონდიციაში შედის და მოწადინებულია, რომ კვირას პოლიტანოსთან და ოსიმენთან ერთად შემტევი ტრიო შექმნას." - ვკითხულობთ სტატიაში.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას, კვირას, 27 აგვისტოს სასულოს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.