ზაგრების გრან პრი - ძიუდოს ლეგენდის მორიგი წარმატება » სპორტის ხაზი

ზაგრების გრან პრი - ძიუდოს ლეგენდის მორიგი წარმატება

ზაგრების გრან პრი - ძიუდოს ლეგენდის მორიგი წარმატება
21-08-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ლუკაშ კრპალეკი ზაგრების გრან პრიზე ჩავიდა , რათა გააგრძელოს თავისი უახლესი გამოწვევა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაცია ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში და მან აირჩია, რომელზედაც ის საბოლოოდ იასპარეზებს პარიზის ოლიმპიადაზე.

რამდენიმე კვირის წინ მასტერსზე განცდილი მარცხის შემდეგ ლუკაშმა გადაწყვიტა , რომ ოლიმპიადის ლიცენზიას ისევ +100კგ-ში მოიპოვებს. სწორედ ამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე.

რაც შეეხება მის განვლილ გზას ტურნირზე: ჩეხი ლეგენდა ფინალში თავისი უმაღლესი კატამე-ვაზას უნარებით გავიდა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი ახალგაზრდა , პერსპექტიულ იაპონელ იუსეი ოტას კლასის ხარჯზე მოუგო და კვარცხლბეგზე უმაღლესი საფეხური დაიკავა.

ლეგენდა შესანიშნავ ფორმაშია. ოლიმპიადამდე ზუსტად 1 წელი დარჩა და ლუკაშს აქვს მიზანი , რომ რეკორდზე წავიდეს და 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს.
რამდენად გამოუვა ეს ჩანაფიქრი , ამას ჩვენ ერთად ვნახავთ პარიზის ოლიმპიადაზე.

ზაგრების გრან პრი - ძიუდოს ლეგენდის მორიგი წარმატება



იხილეთ ვიდეო მიმოხილვა:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი