ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია! » სპორტის ხაზი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია!

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია!
21-08-2023, 08:46
Aa Aa
გაზიარება:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მესამედ მოიგო ცინცინატის მასტერსი.


საოცარი ფინალი ვიხილეთ , თავისი საოცარი "ფინიშით".

ნოვაკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა , რომ შეუჩერებელი და რკინის ნერვების პატრონია.

სამივე სეტი ძალიან დაძაბული და შესანიშნავი იყო. ორივე ჩოგბურთელი ერთმანეთზე უკეთეს ჩოგბურთს თამაშობდა. ეს ანგარიშითაც დამტკიცდა: 5-7 , 7-6 , 7-6.

მეორე სეტის ნახევარში ნოვაკი დისკომფორტს გრძნობდა , რის შედეგადაც "Medical Timeout" აიღო. ამის შემდეგ დისკომფორტმა შედარებით იკლო და მის თამაშზეც აისახა. გადამწყვეტ სეტში მატჩზე აწვდიდა, თუმცა ალკარასმა შეძლო მისი დაბრეიკება და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა. ტაიბრეიკზე უკეთესი ჯოკოვიჩი აღმოჩნდა. 6-4-ზე "ეისიც" მოაწოდა და ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.

ეს მისთვის 39-ე მასტერსის ტიტულია , რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამდენი მასტერსი ისტორიაში არც ერთ ჩოგბურთელს არ მოუგია.

ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგში სათავეში დაბრუნდა. ხვალიდან ის მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდება.

სერბმა 1000 სარეინტიგო ქულა და $1,019,335 გამოიმუშავა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ჩემპიონია!



იხილეთ ფინალის საუკეთესო მომენტები:



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი