გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა - დინამო 'ბათუმს' 6 წლის შემდეგ ახალი მწვრთნელი ეყოლება » სპორტის ხაზი

გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა - დინამო 'ბათუმს' 6 წლის შემდეგ ახალი მწვრთნელი ეყოლება

გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა - დინამო 'ბათუმს' 6 წლის შემდეგ ახალი მწვრთნელი ეყოლება
20-08-2023, 14:36
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის ტურში სამტრედიასთან(1-1) ვერმოგებული მატჩის შემდეგ ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გასახდელში ფეხბურთელებს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ის გუნდში მუშაობას აღარ გააგრძელებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, გია გეგუჩაძემ ბიჭებს მიმართა, რომ ასეთ დაძაბულ გარემოში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. რამდენიმე ფეხბურთელისთვის მთავარი მწვრთნელის სიტყვები ძალიან ემოციური გამოდგა.

რამდენიმე წუთის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ 58 წლის სპეცალისტმა დინამო ბათუმი დატოვა - 'პირატებს' 6 წლის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

გეგუჩაძე სხვადასხვა წლების განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოსა და ზესტაფონს. ამ უკანასკნელთან ერთად 2010–11 წლების სეზონში გახდა უმაღლესი ლიგის გამარჯვებული. 2011 წლიდან წვრთნიდა ტორპედოს. 2013 წლის ნოემბრიდან რატკო დოსტანიჩის წარუმატებლობის გამო გია ზესტაფონის მწვრთნელის პოზიციას დაუბრუნდა, მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. 2014 წლის დეკემბერში გეგუჩაძემ ზესტაფონი დატოვა, 2015 წლის მაისიდან თბილისის დინამო ჩაიბარა. 2016 წლის იანვარში იგი იურაი იარაბეკმა ჩაანაცვლა, ხოლო თვითონ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გახდა. 2018 წლის იანვრიდან კი იგი დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი