მიზეზი თუ რატომ გამოტოვებს კვარა "ფროსინონესთან" მატჩს » სპორტის ხაზი

მიზეზი თუ რატომ გამოტოვებს კვარა "ფროსინონესთან" მატჩს

მიზეზი თუ რატომ გამოტოვებს კვარა "ფროსინონესთან" მატჩს
18-08-2023, 23:37
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას სამდიცინო სურათიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ სერიოზული დაზიანებაზე საუბარი არარის, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ თავს ვერ გრძნობს კარგად" - განაცხადა რუდი გარსიამ.

Geo Team სპორტულ ტრავმატოლოგს, მერაბ ვარძუკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ არაა აუცილებელი სპორტსმენს აწუხებდეს ტკივილი, მაგრამ ის ვერ იყოს სათანადო ფორმაში და გრძნობდეს, რომ სხეული არ აძლევს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას.

"მსგავსი სიტუაცია შესაძლოა საჭიროებდეს მხოლოდ 2 დღეს დასასვენებლად, რათა მოუმზადებელი კუნთი არ გაწყდეს ან არ მივიღოთ უფრო ცუდი შედეგი. მაღალი დონის პროფესიონალი სპორტსმენები საკუთარ სხეულს მაღალ დონეზე ფლობენ და იციან, რა მდგომარეობაში აქვთ კუნთის მზადყოფნა თითოეული თამაშის წინ" - გვითხრა მერაბ ვარძუკაშვილმა. მერაბ ვარძუკაშვილი

Geo Team-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა უმნიშვნელოა და მე-2 ტურის მატჩში სასუოლოს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.
- წერს ჯეოთიმი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი