'ბაიერნის' ტალანტების განვითარების განყოფილების დირექტორი : 'პარკაძე ახალი კვარადონაა' » სპორტის ხაზი

'ბაიერნის' ტალანტების განვითარების განყოფილების დირექტორი : 'პარკაძე ახალი კვარადონაა'

'ბაიერნის' ტალანტების განვითარების განყოფილების დირექტორი : 'პარკაძე ახალი კვარადონაა'
18-08-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა fupa.net-მა მიუნხენის ბაიერნის ქართველი შემტევის, ლუკა პარკაძის ავსტრიულ ადმირა ვაკერში გადასვლაზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც განსაკუთრებით საყურადღებო გერმანული გრანდის ტალანტების განვითარების განყოფილების დირექტორის კომენტარია.

„მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტის ჩამოყვანა შეძლო. ლუკა პარკაძე რეკორდმაისტერში დინამო თბილისიდან გადავიდა და კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გუნდში გადასვლიდან მალევე 18 წლის ნახევარმცველს მეტსახელად ახალი კვარადონა შეარქვეს თავისი თანამემამულის, ხვიჩა კვარაცხელიას გამო. იჯარის წესით, ის სეზონს დმირა ვაკერში გაატარებს. ახალგაზრდამ უნდა მიიღოს თავისი პირველი პროფესიული გამოცდილება ვენის გუნდში 2024/25 წლების სეზონამდე, სანამ მიუნხენში დაბრუნება. ბაიერნში პარკაძეს მოუთმენლად ელიან.

ლუკამ ცოტა ხნის წინ რამდენჯერმე ივარჯიშა ჩვენს მოყვარულებთან და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ადმირაში საუკეთესო პირობებში იქნება, რათა განვითარებისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ მას ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით."
– თქვა ბაიერნის ტალანტების განვითარების განყოფილების დირექტორმა, იოხენ ზაუერმა.

ადმირამ ამ სეზონში სამი ტური ჩაატარა და შვიდი ქულით ავსტრიის მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა. ვენის გუნდი მომავალ შაბათს დორნბირნის წინააღმდეგ ითამაშებს და, სავარაუდოდ, ამ მატჩში მონაწილეობას პარკაძეც მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი