' ინდივიდუალურ წარმატებას გუნდური მირჩევნია' - მესის პირველი პრესკონფერენცია ამერიკაში » სპორტის ხაზი

' ინდივიდუალურ წარმატებას გუნდური მირჩევნია' - მესის პირველი პრესკონფერენცია ამერიკაში

' ინდივიდუალურ წარმატებას გუნდური მირჩევნია' - მესის პირველი პრესკონფერენცია ამერიკაში
18-08-2023, 13:08
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის მოთამაშის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბარსელონადან წამოსვლაზე, პარიზში თამაშზე და ოქროს ბურთზე ისაუბრა.

"ძალიან რთული იყო ბარსელონიდან პარიზში გადასვლა. პარი სენ-ჟერმენი არ იყო ის ადგილი, სადაც თამაში მსურდა, თუმცა ეს მოხდა, რადგან იძულებული ვიყავი.

პარიზში ყველაფერი განსხვავებული იყო იმისგან, რასთანაც ბარსელონაში ვიყავი შეგუებული. ახლა კი ბედნიერი ვარ, ინტერ მაიამიში თამაშისგან სიამოვნების მიღებას ვაპირებ.

ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისითაც, მაიამიში გადმოსვლა ჩემთვის ძალიან კარგია. ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე. კარიერის მანძილზე ყველაფერს მივაღწიე და ახლა ფეხბურთით უნდა ვისიამოვნო.

რაც შეეხება 2023 წლის ოქროს ბურთის გათამაშებას, თუ ამ ჯილდოს მივიღებ, ბედნიერი ვიქნები, თუ არა, არ ვინერვიულებ. ინდივიდუალურ წარმატებას გუნდური მირჩევნია."
- განაცხადა 36 წლის არგენტინელმა.

ამერიკული ვოიაჟი ლეოსთვის იდეალურად დაიწყო - 6 მატჩში 9 გატანილი გოლი და ტურნირის ფინალი. 20 აგვისტოს ფლორიდული გუნდი გადამწყვეტ მატჩში ნეშვილს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი