დე ხეამ ბაიერნს მწვანე შუქი აუნთო - რამდენად რეალურია ესპანელი მეკარის ტრანსფერი? » სპორტის ხაზი

დე ხეამ ბაიერნს მწვანე შუქი აუნთო - რამდენად რეალურია ესპანელი მეკარის ტრანსფერი?

დე ხეამ ბაიერნს მწვანე შუქი აუნთო - რამდენად რეალურია ესპანელი მეკარის ტრანსფერი?
16-08-2023, 18:46
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც კეპას და ბონოს ტრანსფერები ბაიერნში ჩაიშალა, რეკორდმაისტერი მანჩესტერ სიტის მეორე მეკარის, სტეფან ორტეგას ტრანსფერზე გადაერთო, თუმცა, საბოლოო შეთანხმებას პეპ გვარდიოლას პოზიცია აფერხებს, რომელსაც 30 წლის მეკარის გუნდში დატოვება და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

გერმანული გამოცემების მტკიცებით, ბაიერნი ასევე აქტიურადაა დაინტერესებული უგუნდოდ მყოფი დე ხეას დამატებითაც, რომელმაც რეკორდმაისტერს მწვანე შუქი აუნთო და თუ ორტეგასთან შეთანხმება არ შედგება, დიდი ალბათობით ტუხელის გუნდი მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ მეკარეს დაიმატებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ხეასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან 32 წლის მეკარეს კარიერის ტოპ კლუბში გაგრძელება და ტიტულების მოგება სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი