კვარაცხელია უფრო ძლიერია თუ ქინქლაძე? - "ჩამჭრელ" კითხვას თავად გიორგიმ უპასუხა » სპორტის ხაზი

კვარაცხელია უფრო ძლიერია თუ ქინქლაძე? - "ჩამჭრელ" კითხვას თავად გიორგიმ უპასუხა

კვარაცხელია უფრო ძლიერია თუ ქინქლაძე? - "ჩამჭრელ" კითხვას თავად გიორგიმ უპასუხა
16-08-2023, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა და ტალანტის მქონე ყოფილმა მოთამაშემ, გიორგი ქინქლაძემ ახლანდელი თაობის გამორჩეულ ფეხბურთელზე და ეროვნული გუნდის ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერი აქვს:

"ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის სათამაშოდ ყველა შესაფერისი თვისება გააჩნია და ძალიან მსურს, რომ დიდი ფეხბურთი სტაბილურად ითამაშოს, ამაში წარმატებებს ვუსურვებ, რადგან საოცარი პოტენციალი აქვს. ხვიჩას შეუძლია, რომ მცველები იოლად მოატყუოს, რასაც მოედნის უბადლო ხედვითაც არ ჩამორჩება.

ვის ვამჯობინებ ჩემსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის? - ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, სჯობს ეს კითხვა თავად ხვიჩას დაუსვათ.
" - აღნიშნა მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო, იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშე და ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი