ფონდი არველაძე : 'პირველი უცხოური გრანდი შემოდგომაზე გვეწვევა' » სპორტის ხაზი

ფონდი არველაძე : 'პირველი უცხოური გრანდი შემოდგომაზე გვეწვევა'

ფონდი არველაძე : 'პირველი უცხოური გრანდი შემოდგომაზე გვეწვევა'
16-08-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

შოთა არველაძის იდეა - ლეგენდების ტური შემოდგომაზე განხორციელდება, ინფორმაციას "ფონდი არველაძე" ავრცელებს.

"შოთა არველაძისა და ჩვენი ფონდის ინიციატივით, საქართველოში საფეხბურთო პროექტი ლეგენდების ტური დაიწყება. პირველი უცხოური გრანდი ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან ითამაშებს.

გვინდა, რომ პირველი მატჩი ერთ-ერთ რეგიონში ჩავატაროთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და მატჩის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ.
"
– წერია ფონდი არველაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი და ახალი პროექტის წამოწყება დააანონსა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სურვილია, საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ ჩატარდეს მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი