'ინსინიეს შემცვლელი და კვარაცხელიას კურთხევის წელი' - Fichajes -ს სტატია ქართველზე » სპორტის ხაზი

'ინსინიეს შემცვლელი და კვარაცხელიას კურთხევის წელი' - Fichajes -ს სტატია ქართველზე

'ინსინიეს შემცვლელი და კვარაცხელიას კურთხევის წელი' - Fichajes -ს სტატია ქართველზე
16-08-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური ისტორია ერთი წლის წინ, 15 აგვისტოს დაიწყო, როდესაც სერია A-ს სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ვერონას წინააღმდეგ გოლი გაიტანა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით fichajes-მა პატარა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩას სადებიუტო სეზონზე და მის როლზე ისაუბრა სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

ხვიჩა კვარაცხელიას "კურთხევის" წელი


"ნაპოლიში უცნობად ჩასული ხვიჩა კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველს პარტენოპეიში კლუბის ლეგენდა ლორენცო ინსინიე უნდა შეეცვალა და მან ეს შეძლო. თავდამსხმელს ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირვებია. თავისი გოლებითა და საგოლე გადაცემით სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ხვიჩამ 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. ნაპოლიში მეორე სეზონში კვარაცხელიას ლუჩანო სპალეტის დროს ნაჩვენები მაღალი დონის შენარჩუნება მოუწევს. რუდი გარსიას მწვრთნელობის პირობებში ის და ოსიმენი მორიგი წარმატების მთავარი შემოქმედნი უნდა იყვნენ."
- ვკითხულობთ სტატიაში.

რამდენიმე დღის წინ კი Gazzetta dello Sport-მა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ქართველი პარტენოპეისთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი ანაზღაურება 2,5 მილიონამდე გაიზრდება.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.