'აქ ყველამ მეგობრულად მიმიღო' - გოჩოლეიშვილის ინტერვიუ უკრაინულ მედიასთან » სპორტის ხაზი

'აქ ყველამ მეგობრულად მიმიღო' - გოჩოლეიშვილის ინტერვიუ უკრაინულ მედიასთან

'აქ ყველამ მეგობრულად მიმიღო' - გოჩოლეიშვილის ინტერვიუ უკრაინულ მედიასთან
16-08-2023, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული შახტარის ფეხბურთელს, გიორგი გოჩოლეიშვილს shakhter Online-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან გულშემატკივრის კითხვებს უპასუხა.

"როცა შახტარისგან შეთავაზება მომივიდა, აქ გადმოსვლა მაშინვე გადავწყვიტე, რადგან ეს დიდი კლუბია. გუნდის თამაშებს ადრეც ვუყურებდი, აქ უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. მივხვდი, რომ ეს გუნდი მომწონს და ჩემს გულშია.

ადაპტაციის პრობლემა არ შემქმნია, ყველამ მეგობრულად მიმიღო და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ამისთვის ფეხბურთელებისა და კლუბის პერსონალის მადლიერი ვარ. შახტარში გატანილ სადებიუტო გოლს ვერასოდეს დავივიწყებ, დიდი ემოცია და სიხარული იყო.

ევრო 2023-ზე ჩემი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლას დადებითად შევაფასებ. ჩვენ ძალიან ძლიერი ჯგუფიდან გავედით და მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში წავაგეთ. კარგ ასპარეზობაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარა ისიც, რომ სახლში ვთამაშობდით. გულშემატკივრების მხარდაჭერა გვმუხტავდა.

'აქ ყველამ მეგობრულად მიმიღო' - გოჩოლეიშვილის ინტერვიუ უკრაინულ მედიასთან

გიორგის ინტერვიუ shakhter Online-თან

რით განსხვავდება საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატები? აქ უფრო მაღალი ტემპია და თამაშებიც უფრო ინტენსიური დატვირთვების ფონზე მიმდინარეობს. თამაში მარტივი არც საქართველოშია, რადგან იქ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს."
- თქვა გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის წლის ფეხბურთელი უკრაინულ კლუბს 2023 წლის იანვარში შეუერთდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.