გიორგი მამარდაშვილის ჩაშლილი ტრანსფერი "მადრიდში" » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილის ჩაშლილი ტრანსფერი "მადრიდში"

გიორგი მამარდაშვილის ჩაშლილი ტრანსფერი "მადრიდში"
14-08-2023, 18:01
Aa Aa
გაზიარება:

One football-ი იტყობინება, რომ ტრამვირებული ტიბო კურტუას შემცვლელად "რეალს" გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურდა, მაგრამ "ვალენსია"-მ ტრანსფერზე უარი განაცხადა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "რეალმა" რამდენიმე კანდიდატი შეარჩია და მათ შორის პირველი გიორგი იყო, "ღამურებს" ამის შესახებ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს, რომლის მიხედვითაც მადრიდელები მზად იყვნენ ქართველი მეკარის სანაცვლოდ
5 მილიონი ევრო და ერთ წლიანი იჯარა შეეთავაზებინათ, ხოლო სეზონის ბოლოს კი მისი კონტრაქტი 20 მილიონზე მეტად გამოესყიდათ. თუმცა ვალენსიური კლუბის პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა მამარდაშვილის გასხვისება ამ შეთავაზებული პირობებით არ ისურვა.

ესპანური მედიის ინფორმაციით "სამეფო კლუბის" ყურადღება გიროგიმ გასულ სეზონში "ვალენსიასთან" მატჩისას მიიქცია, როდესაც მან თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

სადაც გიორგიმ კარის მშრად შენახვა და ბევრი ლამაზი სეივი შემოგვთავაზა, მატჩი ვალენსიას გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

საბოლოო ჯამში მამარდაშვილს "რეალ მადრიდში" თამაშის დიდი შანსი ჰქონდა, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი