ქართველის დაბრუნება ლიგა 1-ში - დღეს მიქაუტაძის 'მეცი' 'რენს' დაუპირისპირდება » სპორტის ხაზი

ქართველის დაბრუნება ლიგა 1-ში - დღეს მიქაუტაძის 'მეცი' 'რენს' დაუპირისპირდება

ქართველის დაბრუნება ლიგა 1-ში - დღეს მიქაუტაძის 'მეცი' 'რენს' დაუპირისპირდება
13-08-2023, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

8 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს ლიგა 1-ში ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ - ეროვნული ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის მეცი თავის პირველ შეხვედრას საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში რენის წინააღმდეგ გამართავს.

ეს მართლაც ისტორიული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა. მიქაუტაძემ ლიგა 2-ში თავის გუნდთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რათა მეცი უმაღლეს ლიგაში ამოეყვანა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი დაეწერა.

ამ დრომდე ლიგა 1-ში სულ 4 ქართველს ჰქონდა ნათამაშები - ოთარ დონდუას (1945-48) ; გია გურულის (1992-94) ; გიორგი მაკარიძეს (2009-10) და ლეგენდარულ ჯაბა კანკავას, რომელიც 2015-16 წლებში რეიმსის რიგებში ირიცხებოდა. ამ სიას კი დღეს ოფიციალურად მიქაუტაძეც შეუერთდება.

ქართველის დაბრუნება ლიგა 1-ში - დღეს მიქაუტაძის 'მეცი' 'რენს' დაუპირისპირდება

ქართველი ფეხბურთელის დროს რემსმა სეზონი მე-18 ადგილზე დაასრულა

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რენისა და მეცის დაპირისპირება დღეს, 19:05 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი