ხვიჩა კვარაცხელიას დადგმულმა სპექტაკლმა მთელი მსოფლიო აალარაპაკა! » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიას დადგმულმა სპექტაკლმა მთელი მსოფლიო აალარაპაკა!

ხვიჩა კვარაცხელიას დადგმულმა სპექტაკლმა მთელი მსოფლიო აალარაპაკა!
13-10-2022, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

ისევ გოლი, ისევ საგოლე პასი, ისევ წარმატებული დრიბლინგები და მოხიბლული საფეხბურთო პუბლიკა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონაზე შეკრებილი და მის გარეთ მყოფი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა და "აიაქსის" წინააღმდეგ ნამდვილი სპექტაკლი დადგა.

საინტერესოა, თუ როგორ ეხმაურება სპორტული მედია ქართველი შემტევის თამაშს:

"ამ წუთისთვის, იტალიასა და ევროპაში მოთამაშე მარჯვენა მცველების თავის სატკივარი ისაა, თუ როგორ გააჩერონ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მეტოქის დაცვაში პანიკის დათესვა შეუძლია. ქართველ შემტევს ორი მცველის მიღმაც ძალუძს გაძრომა და თანაგუნდელის მონახვა, როგორც ეს რასპადორის გოლის დროს ვნახეთ. ხვიჩა კვარაცხელიამ აიაქსის მარჯვენა ფრთა აიკლო და ჯერ რენში, შემდეგ კი სანჩესი გააგიჟა, ბოლოს კი გოლი იმ დროს გაიტანა, როდესაც ნაპოლის ყველაზე მეტად გამოადგებოდა. ნაპოლის ფეხბურთელმა სტადიონი ოვაციების ფონზე დატოვა." - Tuttonapoli.

"ხვიჩა კვარაცხელია გვიმტკიცებს, რომ ნაპოლიმ მისი გადაბირებით გასაოცარი ტრანსფერი გაჩარხა. ქართველმა შემტევმა აიაქსთან კვლავ გაიტანა, რასაც საგოლე გადაცემაც დაურთო, ხოლო მისი მეურვე სანჩესი ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო." - Eurosport.

"ხვიჩა კვარაცხელია გუშინდელი საღამოს ვარსკვლავია. ქართველი შემტევი ბურთთან ერთად შეუდარებელია და ყველა წაგებული რჩება, ვინც კი მასთან სისწრაფეებში დაპირისპირებას ცდილობს. ნაპოლის ფეხბურთელმა პენალტი ცივი გონებით შეასრულა, რამაც გუნდის გამარჯვებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი." - Sportmediaset.

"კვარაცხელია ამტკიცებს, რომ ვიწრო სივრცეებში შესანიშნავი ბრძოლის უნარი შესწევს. გარდა ამისა, ის დაცვაშიც ირჯება. კვარაცხელიამ მეტოქის ბარიერების გარღვევით საგოლე პასი გააკეთა და პენალტი გოლად აქცია." - Corriere dello Sport.

"ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელმაც მარადონაზე ცეცხლი დაანთო და ნიდერლანდელთა დაცვა თავიდან ბოლომდე გაარღვია. ისევ ის სიჩქარე, ტექნიკა და მოძრაობები, რომლებიც ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია." - Goal Italia.

აი, ასე და ამგვარად, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და შეგახსენებთ იმას, რომ ქართველ შემტევს ჯერ მხოლოდ 13 შეხვედრა აქვს გამართული "ნაპოლის" მაისურით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი