იტალიური Calcio in Pillole ქართველი შემტევის "აიაქსთან" გამართულ შეხვედრას ეხმაურება და წერს:
"ქართველმა მარგალიტმა ნაპოლის სპექტაკლი მაინც აჩუქა მიუხედავად იმისა, რომ მოედნის დატოვება ნაადრევად მიღებული ტრავმის გამო მუხდა. ნაპოლი 90 წუთის განმავლობაში ამსტერდამში დომინირებდა და იტალეილთა ერთ-ერთი მთავარი მესაჭე სწორედ ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემის შემდეგ, გოლიც გაიტანა და ხვიჩას დადგმულმა სპექტაკლმა გვაჩვენა, თუ რამდენად შეუზღუდავია მისი შესაძლებლობები", - იტალიური მედია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია მიღებული ტრავმის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს და იტალიის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" წინააღმდეგ 9 ოქტომბერს გაიმართება.