ჰარი კეინის პირველი კომენტარი ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ » სპორტის ხაზი

ჰარი კეინის პირველი კომენტარი ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ

ჰარი კეინის პირველი კომენტარი ბაიერნში ტრანსფერის შემდეგ
12-08-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა დასრულებულია - მიუნხენის ბაიერნმა ჰარი კეინი გულშემატკივრებს ოფიციალურად წარუდგინა.

ინგლისელმა ფორვარდმა რეკორდმაისტერთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მედიასთან თავისი პირველი კომენტარიც გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ეს გუნდი გამარჯვების ხასიათი და კულტურით ხასიათდება - აქ ყოფნა ძალიან კარგად მაგრძნობინებს თავს.

ვგრძნობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი კარიერისთვის სწორი ნაბიჯი - როდესაც მიუნხენის ბაიერნზე ფიქრობთ, მაშინვე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახსენდება.

აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს იყო დატვირთული პერიოდი, მაგრამ დღეს მოხარული ვარ, რომ ბაიერნში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები ჩემი თანაგუნდელების, მენეჯერის და მწვრთნელების გაცნობას
", - განაცხადა კეინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი