კანადის ღია პირველობა : ალკარასი და მედვედევი ტურნირს დაემშვიდობნენ » სპორტის ხაზი

კანადის ღია პირველობა : ალკარასი და მედვედევი ტურნირს დაემშვიდობნენ

კანადის ღია პირველობა : ალკარასი და მედვედევი ტურნირს დაემშვიდობნენ
12-08-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ტორონტოში კანადის ღია პირველობის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველი ნომერი კარლოს ალკარაზი ტომი პოლმა (3-6, 6-4, 3-6) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ივნისში, საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალის შემდეგ თავის პირველ მარცხში, უიმბლდონის ჩემპიონმა 13 დაუშვებელი შეცდომა დაუშვა, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა.

ბრწყინვალედ ითამაშა მედვედევის წინააღმდეგ ავსტრალიელმა, ალექს დე მინორმა, რომელმაც მეორე ნომრად განთესილი რუსი სპორტსმენი (7-6, 7-5) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

1/2 ფინალურ სტადიაზე დე მინორის მეტოქე ესპანელი, დავიდოვიჩ ფოკინა იქნება. რაც შეეხება ტომ პოლს, ამერიკელი ნახევარფინალში იანიკ სინერს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი