'სწორი დამოკიდებულება გამოავლინა' - რა თქვა 'ფროსინონეს' მწვრთნელმა კვერნაძეზე » სპორტის ხაზი

'სწორი დამოკიდებულება გამოავლინა' - რა თქვა 'ფროსინონეს' მწვრთნელმა კვერნაძეზე

'სწორი დამოკიდებულება გამოავლინა' - რა თქვა 'ფროსინონეს' მწვრთნელმა კვერნაძეზე
12-08-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის თასის სწორი დამოკიდებულება გიორგი კვერნაძის ფროსინონესმა პიზა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სწორედ ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და სადებიუტო თამაშში საკმაოდ აქტიური იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ გააკეთა, რომელმაც ორიოდე რამ გიორგიზეც განაცხადა.

"პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. პიზამ, რომელიც ახალგაზრდული გუნდია კარგი მწვრთნელით, მეორე ნახევარში აქტიურად შემოგვიტია. ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები თავიანთი შესაძლებლობების ჩვენებას და დავალებების შესრულებას ახერხებენ. ზოგიერთი შეცდომა ჩემი ბრალია, რადგან ვცდილობ, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შევძინო. ვფიქრობ, სამუშაო ჯერ კიდევ იქნება.

მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა ფეხბურთელებმა გუნდს სიცოცხლე დაუბრუნეს. კვერნაძემ რამდენჯერმე ბურთის დაბრუნება მოახერხა და ეს საქმისადმი სწორი დამოკიდებულებაა. ყველა მათგანმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რაც უფრო მაღალ დონეზე ვთამაშობთ, დაცვაში ყურადღებით ყოფნა უფრო ფასეული ხდება.

სერია A-ს პირველ ტურში ნაპოლის ვეთამაშებით. იტალიის ჩემპიონთან შეხვედრა ყველა ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა. ლიგაში სადებიუტო მატჩი დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით უნდა ჩავატაროთ. ჩვენ გვინდა, მოედანზე შიშის გარეშე გავიდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ."


იტალიის თასის 1/32-ფინალში ფროსინონე სალერნიტანასა და ტერნანას წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი