მარიო რუი 'ნაპოლიში' 2026 წლამდე დარჩება - მოლაპარაკებები ოსიმენთანაც მიმდინარეობს » სპორტის ხაზი

მარიო რუი 'ნაპოლიში' 2026 წლამდე დარჩება - მოლაპარაკებები ოსიმენთანაც მიმდინარეობს

მარიო რუი 'ნაპოლიში' 2026 წლამდე დარჩება - მოლაპარაკებები ოსიმენთანაც მიმდინარეობს
12-08-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

მარიო რუი ნაპოლისთან კონტრაქტს რამდენიმე დღეში გაახანგრძილებს და პარტენოპეის მაისურს 2026 წლამდე მოირგებს, ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Gazeta dello sport-ი ავრცელებს.

იტალიური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელს, რუდი გარსიას სურვილი იყო 32 წლის ფეხბურთელის ნეაპოლში დარჩენა, რადგან ფრანგ სპეციალისტს მისი სახით დაცვის ზონაში გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება.

რუი 2018 წლიდან ლურჯების ღირსებას იცავს. ამ დროის განმავლობაში მან 199 შეხვედრა ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა მიიწერა.

მარიო რუი 'ნაპოლიში' 2026 წლამდე დარჩება - მოლაპარაკებები ოსიმენთანაც მიმდინარეობს

მარცხენა-მცველი ნაპოლისთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს

პორტუგალიელთან ერთად იტალიური გამოცემა ვიქტორ ოსიმენზე და მის კონტრაქტზე საუბრობს - როგორც წყარო წერს, 24 წლის ფეხბურთელი ცხელი ზაფხულის შემდეგ ასევე გაახანგრძლივებს კლუბთან კონტრაქტს და კიდევ რამდენიმე წლით ნეაპოლში დარჩება. სხვა კონკრეტული ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი