გარსიამ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ დაარტყამს პენალტებს ნაპოლიში? » სპორტის ხაზი

გარსიამ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ დაარტყამს პენალტებს ნაპოლიში?

გარსიამ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ დაარტყამს პენალტებს ნაპოლიში?
10-08-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდში სტანდარტების შემსრულებელი შეარჩია.

წინა სეზონში სტანდარტების უმეტესობას ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ასრულებდა, რომლის რამდენიმე გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა.

თუმცა, როგორც ჩანს პარტენოპეის 59 წლის სპეციალისტს თავისი მიზნები აქვს - როგორც წყარო ირწმუნება, ფრანგი სპეციალისტი პენალტების, საჯარიმო დარტყმებისა და კუთხურების შემსრულებლად გუნდში ისევ 'კვარადონას' მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს 2022 წელს შეუერთდა და მისი მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი