მადრიდის რეალის მთავარმა მეკარემ, ტიბო კურტუამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიელი მეკარე სამეფო კლუბს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება - ბოლო ინფრომაციით 31 წლის კიპერი აპრილამდე ვერ დაბრუნდება.
ამის ფონზე კი ესპანურ გრანდს ორი ვარიანტი აქვს - კლუბი ან მეორე მეკარე, ლუნინს უნდა ენდოს, ან სხვა მეკარე უნდა გაიფორმოს 1 წლით.
მედიაში უკვე ბევრი ვარიანტი გამოიკვეთა : მამარდაშვილი, დე ხეა, კეპა, ბონო, ნავასი და სხვები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito მამარდაშვილის ტრანსფერს უფრო რეალურს მიიჩნევს და წერს, რომ მადრის თეთრი მხარე ახალგაზრდა მეკარის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული.