მატჩის დღე - სად შეგეძლებათ 'დილასა' და 'აპოელის' თამაშის ხილვა » სპორტის ხაზი

მატჩის დღე - სად შეგეძლებათ 'დილასა' და 'აპოელის' თამაშის ხილვა

მატჩის დღე - სად შეგეძლებათ 'დილასა' და 'აპოელის' თამაშის ხილვა
10-08-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის დილა აპოელ-ს დინამო არენაზე უმასპინძლებს და პლეი ოფში გასასვლელად პირველი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება.

როგორ მივიდნენ გუნდები ამ ეტაპამდე?



აპოელი კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც სერბული ვოევოდინა 4:2 დაამარცხა (2:1 შინ, 2:1 სტუმრად). გუნდი ახლახან ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ეგვიპტელმა არმ ვარდამ დატოვა და მაროკოს რაჯა კასაბლანკაში გადაბარდგა. აღსანიშნავია, რომ კვიპროსულ კლუბში ორი ქართველი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია ირიცხებიან. გასულ სეზონში აპოელ-ში მურთაზ დაუშვილიც გამოდიოდა, რომელმაც გუნდი ზაფხულში დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

გორის დილამ უკრაინელი სპეციალისტის, ანდრეი დემჩენკოს თაოსნობით ჯერ სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონი დუნაისკა სტრედა დაამარცხა 3:2, შემდეგ კი – პოლტავის ვორსკლა 4:3 და ახლა ევროტურნირებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდია. დღევანდელ შეხვედრაში გუნდს ერთადერთი ფეხბურთელი, კაპიტანი, ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარება, რომელმაც ტრამვა 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო.

სად ვუყუროთ მატჩს?



კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის დილასა და აპოელ-ის შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. სხვა დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ Sportline-ს გვერდზე ნახოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი