'აპოელი გამარჯვებას შეეცდება' - ლაშა დვალი 'დილასთან' მატჩამდე » სპორტის ხაზი

'აპოელი გამარჯვებას შეეცდება' - ლაშა დვალი 'დილასთან' მატჩამდე

'აპოელი გამარჯვებას შეეცდება' - ლაშა დვალი 'დილასთან' მატჩამდე
10-08-2023, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და 'აპოელის' მცველმა, ლაშა დვალმა 'დილასთან' კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი შეხვედრის წინ ინტერვიუ პირველ არხთან ჩაწერა, სადაც მოახლოებულ შეხვედრაზე და მოლოდინებზე ისაუბრა.

"ყოველ ზაფხულს ევროთასებზე ჩვენს გუნდებს ვგულშემატკივრობ. გორის „დილას“ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვხატო, ამ გუნდმა წელს საქართველო ღირსეულად წარადგინა. „დილა“ ახალგაზრდა და შემტევი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მათ საკმაოდ ძლიერ ევროპულ გუნდებთან შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს.

რთულ თამაშს ველოდებით. საერთოდ, ქართულ გუნდთან დაპირისპირება ჩემთვის უჩვეულოა, თუმცა ბუნებრივია, აპოელ-ი სასურველ შედეგის მიღწევას და გამარჯვებას შეეცდება.

კვიპროსზე როცა მივდიოდი, ვიცოდი, რომ კარგი ჩემპიონატი ჰქონდათ. საშუალო ევროპული დონის ხუთი-ექვსი გუნდია, რომლებთანაც თამაში და მოგება რთულია. ევროპიდან ძლიერი ლეგიონერები ჩამოჰყავთ და ლიდერების ხარჯზე ყოველ წელს ჩემპიონატის დონე იმატებს.

აპოელ-ი ახალ სეზონში გაძლიერდა, ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს. ის ბირთვიც შევინარჩუნეთ, რომელიც გასულ სეზონში იყო."
– განაცხადა საქართველოს პირველ არხთან 28 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ონფერენს ლიგის მესამე ეტაპის პირველი შეხვედრა დილასა და აპოელ-ს შორის დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი