ორივე მხარე შეთანხმდა - ოსიმენი 'ნაპოლიში' რჩება » სპორტის ხაზი

ორივე მხარე შეთანხმდა - ოსიმენი 'ნაპოლიში' რჩება

ორივე მხარე შეთანხმდა - ოსიმენი 'ნაპოლიში' რჩება
10-08-2023, 12:04
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა უარყოს საუდის არაბეთის შეთავაზება ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ, რომელმაც გასულ სეზონში 38 მატჩში 31 გოლი გაიტანა., იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato.

წყაროში ასევე ვკითხულობთ, რომ 'ალ ჰილალმა' , რომელიც იტალიურ კლუბს ნიგერიელის სანაცვლოდ 200 მილიონს სთავაზობდა, პოზიცია შეიცვალა და მთლიანად ნეიმარის ტრანსფერზე გადაერთო, რომელსაც 'პსჟ'-დან წასვლა სურს.

დეტალები:აღსანიშნავია ისიც, რომ ნეაპოლში დარჩება თავად ფეხბურთელის სურვილი იყო, თუმცა 24 წლის ფორვარდს თავისი მოთხოვნა აქვს - 12 მილიონი ევრო ხელფასის სახით. თავად დე ლაურენტისი კი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 10 მილიონს სთავაზობს, ბონუსების სახით, თუმცა როგორც მედიაში იწერება "თეთრი კვამლი შორს არ ჩანს" და ოსიმენი მინიმუმ ამ სეზონშიც კვარაცხელიას გვერდით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორი ნეაპოლში ფრანგული კლუბიდან სამი წლის წინ ჩამოვიდა და მალევე მოახერხა იტალიელი გულშემატკივრების გულის მოგება. ამ დროის განმავლობაში 24 წლის ფეხბურთელმა 101 მატჩში 59 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი