'აპოელ' - ის ფეხბურთელი : 'რთული თამაში გველოდება, მეტოქე კარგი გუნდია' » სპორტის ხაზი

'აპოელ' - ის ფეხბურთელი : 'რთული თამაში გველოდება, მეტოქე კარგი გუნდია'

'აპოელ' - ის ფეხბურთელი : 'რთული თამაში გველოდება, მეტოქე კარგი გუნდია'
9-08-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის„დილასთან მატჩამდე, კვიპროსის აპოელ-ის მოთამაშემ, გეორგიოს ეფრემმა პრესკონფერენციაზე მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"რთული თამაში გველოდება, მეტოქე კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

წინა მატჩი სერბულ „ვოივოდინასთან“ შეცვლაზე ვითამაშე. მწვრთნელის გადასაწყვეტია, როდის ვიქნები გუნდისთვის უფრო ეფექტური და როდიდან ჩავერთვები თამაშში. ჩემი მთავარი მიზანია, ნებისმიერ დროს გუნდს მოგებაში დავეხმარო.

ახლა დილასთან თბილისურ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი და გვინდა, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ, მომდევნო თამაშზე ჯერ არ ვფიქრობთ."
– განაცხადა გეორგიოს ეფრემმა.

დილასა და აპოელ-ის შეხვედრა დინამო არენაზე 10 აგვისტოს გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ. ბილეთები TKT.GE-ზე და „დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი 5 ლარია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი