ჩელსი ოთხეულს მიღმა - პრემიერ-ლიგის ოთხეული Sportline-ის ვერსიით » სპორტის ხაზი

ჩელსი ოთხეულს მიღმა - პრემიერ-ლიგის ოთხეული Sportline-ის ვერსიით

ჩელსი ოთხეულს მიღმა - პრემიერ-ლიგის ოთხეული Sportline-ის ვერსიით
8-08-2023, 19:39
Aa Aa
გაზიარება:

ცხელი ზაფხულის შემდეგ, პრემიერ-ლიგური ფეხბურთი ახალი სეზონით ბრუნდება. ბრუნდება ახალი იდეებით, ტრანსფერებით და გუნდებით, რომლებიც შეეცდებიან გაიაზრონ და შეიგრძნონ თუ როგორია თამაში მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში.

წინა სეზონში ვნახეთ არსენალი, რომელიც ძალიან ახლოს იყო ნანატრ ტიტულთან, თუმცა, ასევე ვნახეთ პეპ გუარდიოლას სიტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა განუცხადა საფეხბურთო სამყაროს, რომ ქალაქელების ჩამოწერა დაუშვებელია! ესპანელის მეთაურობით გუნდმა პრემიერ-ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რითიც ინგლისის ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელმაც შეძლო და სეზონი სამი მთავარი ტიტულით დაასრულა.

რა თქმა უნდა მანჩესტერის ლურჯი მხარე ახალ სეზონშიც მთავარი ფავორიტი იქნება, თუმცა ისმის მთავარი კითხვა, ვინ გაუწევს წინააღმდეგომას ამ 'ცეცხლოვან ტალღას' ? მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, არსენალი, ლივერპული, ნიუკასლი - კლუბები, რომლებიც ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ გაძლიერდნენ. ჩვენი გვერდი, Sportline-ი კი გიზიარებთ მოკრძალებულ ვერსიას პრემიერ-ლიგის ოთხეულთან დაკავშირებით...

ჩელსი ოთხეულს მიღმა - პრემიერ-ლიგის ოთხეული Sportline-ის ვერსიით

ერლინგ ჰოლანდი და კამპანია ისევ ცხრილის სათავეში


1) მანჩესტერ სიტი



მატეო კოვაჩიჩი და იოსკო გვარდიოლი ერთადერთი დადასტურებული შენაძენებია სიტიში ჯერჯერობით. პარალელურად გუნდი ილქაი გიუნდოგანმა დატოვა, რომელიც ბარსელონაში გადაბარგდა, ხოლო რიად მაჰრეზი დათანხმდა სარფიან შემოთავაზებას არაბეთიდან. გაურკვეველია ჟოაო კანსელოს, აიმერიკ ლაპორტეს მომავალი, რომლებიც დიდი ალბათობით კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებენ.

მიუხედავად ასეთი სურათისა, სიტი მაინც დაიკვეხნის ევროპის საუკეთესო შემადგენლობით. ერლინგ ჰალანდი გაჩერებას არ აპირებს, ნორვეგიელს თავისი მიზნები აქვს, მთავარი მიზანი კი შირერის რეკოდია... როდრი კვლავ საუკეთესო ნახევარმცველია ბიზნესში და რა ხდება დაცვაში? - რუბენ დიასი, ჯონ სტოუნსი, კაილ უოლკერი, ნათან აკე და იოსკო გვარდიოლი. ეს უბრალოდ გამანადგურებელია და ყველამ იცის, რომ გვარდიოლას დინასტია მალე არ დასრულდება.


მიკელ არტეტა და ახალი სისხლი არსენალში


2) არსენალი



არსენალმა უფრო მეტი დღე გაატარა პრემიერ ლიგის სათავეში (248) თასის მოგების გარეშე, ვიდრე ნებისმიერმა გუნდმა ისტორიაში. წინა სეზონის სტარტი იყო იდეალური, თუმცა ბოლოსკენ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს მეთოფეებმა ბოლომდე ვერ გაძლეს... მხოლოდ სამი მოგება ბოლო ცხრა თამაშიდან, შოკისმომგვრელი მარცხი სიტისთან (4-1) და დაკარგული პრემიერ-ლიგის ტიტული.

მაგრამ ამ გამოცდილებამ გუნდი უფრო ძლიერი უნდა დააბრუნოს ახალ სეზონში. ახალი შემართებით და ახალი სისხლით. თუ ეს არ მოხდა, არტეტას გუნდი ვეღარ გაიმართლებს თავს, რადგან ამ სატრანსფერო ფანრჯის დროს მათ დახარჯერ 200 მილიონ ფუნტზე მეტი (253 მილიონი აშშ დოლარი) და დაიმატეს კაი ჰავერცი, დეკლან რაისი და იურეან ტიმბერი.

მიკელ არტეტას გუნდი ყველა პოზიციაზე სავსეა ხარისხით და ხასიათით. უბრალოდ მთავარი კითხვა იგივეა, შეძლებს ლონდონის წითელი მხარე ამ ხასიათის შენარჩუნებას და სიტისთან პაექრობას?


ლივერპული ოთხეულისთვის აუცილებლად იბრძოლებს


3) ლივერპული



2021-22 წლების არანორმალური სეზონის შემდეგ, წინა სეზონში ლივერპული ჩამორჩა პრემიერ ლიგის მთავარ კონკურენტებს. მაგრამ საერთო კონსენსუსი გულშემატკივრებსა და ექსპერტებს შორის არის ის, რომ ისინი დაბრუნდებიან და აუცილებლად იბრძოლებენ ოთხეულისთვის.

იურგენ კლოპის გუნდმა წინა სეზონის ბოლო მონაკვეთში დაიბრუნა რიტმი, მოიგო შვიდი მატჩი ბოლო ცხრა თამაშიდან, დაამარცხა იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ დაანახა რომ მათ დღესაც შეუძლიათ ნებისმიერის დამარცხება.

ნახევარდაცვის მკვეთრი ცვლილება - გუნდი ფაბინიომ, ჯორდან ჰერდესონმა და ნაბი კეიტამ დატოვეს. სამაგიეროდ წითლებმა განაახლეს ნახევარდაცვა დომინიკ სობოსლაის და ალექსის მაკ ალისტერის დამატებით.

ქაღალდზე ლივერპულს უდაოდ უძლიერესი შეტევა ჰყავს ჩემპიონატში, მოჰამედ სალაჰი კვლავ ოქროს ჯაჭვია გუნდში.


ახალი იმედი და ერა 'ოცნებათა თეატრში'


4) მანჩესტერ იუნაიტედი



წინა სეზონში დასრულდა 'წითელი ეშმაკების' ექვსწლიანი უტიტულო სეზონი. გუნდმა CARABAO CUP-ი მოიგო და გავიდა მესამე ადგილზე პრემიერ-ლიგაში. ერიკ ტენ ჰეგმა აამაღლა კოლექტიური სტანდარტები თავის სადებიუტო წელს ოლდ ტრაფორდზე და გულშემატკივრებს კვლავ ჩაუსახა იმედი.

ნიდერლანდელმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები მას შემდეგ, რაც გუნდმა მეისონ მაუნტი, ანდრე ონანა და რასმულს ჰოილანდი დაიმატა. ეს ტრანსფერებია, რომლებიც კიდევ უფრო ძლიერს გახდის მანჩესტერის წითელ მხარეს, თუმცა ინგლისში სამი გუნდია, რომლებიც ამჟამად უფრო ძლიერად გამოიყურებიან...


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.