ორასი მილიონი ოსიმენის სანაცვლოდ - ეს ის თანხაა, რასაც 'ნაპოლი' ითხოვს » სპორტის ხაზი

ორასი მილიონი ოსიმენის სანაცვლოდ - ეს ის თანხაა, რასაც 'ნაპოლი' ითხოვს

ორასი მილიონი ოსიმენის სანაცვლოდ - ეს ის თანხაა, რასაც 'ნაპოლი' ითხოვს
8-08-2023, 18:13
Aa Aa
გაზიარება:

არაბული პროექტი გაჩერებას არ აპირებს : ალ-ჰილალი თავის პოზიციებს არ თმობს და ნაპოლის ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ ახალ შეთავაზებას უკეთებს.

200 მილიონი ევრო - დღეს სწორედ ეს თანხა დასახელდა იტალიურ მედიაში. შეთავაზება, რომელიც ოთხწლიან კონტრაქტში 50 მილიონიან, ხუთწლიანში კი 40 მილიონს გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სწორედ ის თანხაა, რასაც პარტენოპეი ითხოვდა ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ.

წყარო არ მალავს იტალიური კლუბი პოზიციას, რომელსაც სურს ოსიმენის შენარჩუნება და მას ახალ კონტრაქტსაც სთავაზობს, სეზონში 7 მილიონამდე. თუმცა, საუბარი საკმაოდ დიდ თანხაზეა, ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლაურენტისი.

ორასი მილიონი ოსიმენის სანაცვლოდ - ეს ის თანხაა, რასაც 'ნაპოლი' ითხოვს

ოსიმენის მომავალი მალე გაირკვევა

შეგახსენებთ, რომ ვიქტორი ნეაპოლში ფრანგული კლუბიდან სამი წლის წინ ჩამოვიდა და მალევე მოახერხა იტალიელი გულშემატკივრების გულის მოგება. ამ დროის განმავლობაში 24 წლის ფეხბურთელმა 101 მატჩში 59 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი