ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : როგორ დაწერა მაროკომ ისტორია » სპორტის ხაზი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : როგორ დაწერა მაროკომ ისტორია

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : როგორ დაწერა მაროკომ ისტორია
7-08-2023, 21:52
Aa Aa
გაზიარება:

'მათ დაგვამარცხეს 6-0, ეს იმედგაცრუებაა. არანარი შანსი არ არსებობს' - თქვა აცრემლებულმა მაროკოელმა გულშემატკივარმა მედიასთან გერმანიასთან 6-0 განადგურების შემდეგ.

ეს მართლაც მწარე რეალობა იყო და თითქოს დასასრული ყველაფრის, მაგრამ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ აფრიკელები ფენიქსივით ფერფლიდან წამოდგებოდნენ და იმ მძიმე გაკვეთილის შემდეგ ჯგუფიდან გასვლას და ისტორიის დაწერას მოახერხებდნენ. გერმანიის შემდეგ იყო მინიმალური ანგარიშით გამარჯვება სამხრეთ კორეასთან და კოლუმბიასთან, რომელმაც საბოლოოდ გაიყვანა მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში.

როდესაც საფინალო სასტვენი გაისმა მოთამაშეები ხტუნავდნენ, ყველანი აცრემლებულნი მიწაზე იყვნენ და ცას უყურებდნენ - წერს BBC-ს ჟურნალისტი თავის ბლოგში. ეს იყო მომენტი, როდესაც 'ატლასის ლომები' მიხვდნენ, რომ ისტორია შექმნეს - მაროკო ახლა პირველი არაბული ქალთა ნაკრებია და ერთადერთი დებიუტანტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : როგორ დაწერა მაროკომ ისტორია

მაროკოს სერიოზული გამოცდა ელის - საფრანგეთის ეროვნული ნაკრები

"ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია" - განუცხადა მცველმა ნუჰაილა ბენზინამ ჟურნალისტებს კოლუმბიასთან გამარჯვების შემდეგ.

"ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით. ჩვენ გავახარეთ მაროკოელები და გავახარეთ საკუთარი თავი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ეს სამუშაო კი საფრანგეთის ნაკრებია."


ნუჰაილა ბენზინა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიჯაბით ითამაშა

საიდან იწყება ეს პროექტი? - 2009 წელს, მეფე მუჰამედ VI - ფეხბურთის მოყვარული და გულშემატკივარი ხსნის საფეხბურთო აკადემიას, იდეას, რომელიც ახალი თაობის ქალ ფეხბურთელებს მისცემდა საშუალებას თავისი შესაძლებლობების წარმოჩენისა : "ხელისუფლებას ესმოდა ფეხბურთის, როგორც სოციალური სატრანსპორტო საშუალების, გართობისა და 'რბილი ძალის წყაროს' მნიშვნელობა და გავლენა. მათ დიდი ფული ჩადეს", - ამბობს ელ ამრი.

ამ ინვესტიციამ კი რამდენიმე წლის შემდეგ შედეგი გამოიღო - მაროკოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. ალბათ ყველა თანხმდება, რომ 'ატლასის ლომების' შანსები ისეთი გამოცდილი და ტაქტიკური გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია, მცირეა.

ამ ნაკრებებს შორის გარდა სპორტულისა, ასევე არსებობს კულტურული და ისტორიული დაძაბულობა. ძალადობრივი კოლონიური წარსულის ჩრდილები ყოველთვის თან სდევს მაროკოს ნაკრებს, რომელიც უფრო მუხტავს მათ და გამარჯვების სურვილს კიდევ უფრო ზრდის.

ამ მოტივაციით სავსე ნაკრებთან გამარჯვება კი საფრანგეთს გაუჭირდება - რადგან ეს მენტალიტეტია, ეს ფეხბურთი, რომელსაც სიახლეები უყვარს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.