'ჩვენ ვიცით, რომ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ' - 'ვალენსიას' კაპიტანი ახალ სეზონზე და მოლოდინებზე » სპორტის ხაზი

'ჩვენ ვიცით, რომ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ' - 'ვალენსიას' კაპიტანი ახალ სეზონზე და მოლოდინებზე

'ჩვენ ვიცით, რომ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ' - 'ვალენსიას' კაპიტანი ახალ სეზონზე და მოლოდინებზე
7-08-2023, 16:09
Aa Aa
გაზიარება:

'ვალენსიას' კაპიტანმა, ხოსე ლუის გაიამ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას ახალ სეზონზე და მოლოდინებზე ისაუბრა. 28 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 'ღამურებმა' წინა სეზონში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეორონ და წარმატებისთვის ბევრად მეტი გააკეთონ.

"კარგი წინასეზონის ჩატარებას აზრი არ აქვს, თუ სეზონის სტარტზე კარგად არ იასპარეზე. მნიშვნელოვანია მწვრთნელის კონცეფციების შესწავლა, რასაც ახლა უფრო მეტი დავუთმეთ, ვიდრე გასულ სეზონში.

ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ და მოუთმენლად ველით შაბათს ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. ჩვენ მივიღეთ კარგი გამოცდილება წინა სეზონის შემდეგ. მიზანი, ცხადია, სევილიასთან თამაშია. ამ თამაშის გარდა სხვაზე არაფერზე ვფიქრობთ. ჩვენ გვაქვს სურვილი სამი ქულის მოსაპოვებლად ამ თამაშში."


შეგახსნებთ, რომ ვალენსია ლა ლიგის ახალ სეზონს 11 აგვისტოს გახსნის, როდესაც გიორგი მამარდაშვილის გუნდი სტუმრად ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე სევილიასთან სათამაშოდ ჩავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი