ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : ინგლისმა ნიგერიას პენალტების სერიაში სძლია » სპორტის ხაზი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : ინგლისმა ნიგერიას პენალტების სერიაში სძლია

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : ინგლისმა ნიგერიას პენალტების სერიაში სძლია
7-08-2023, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

კაცნაკლულმა ინგლისის ნაკრებმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ნიგერიის გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ არაერთი ლამაზი და სახიფათო მომენტებით. პირველ ტაიმში უპირატესობას ინგლისი ფლობდა, თუმცა ნიგერიამ მეორე ტაიმში მოუმატა და მოწინააღმდეგეს აქტიურად შეუეტია. აფრიკელთა შანსები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 87-ე წუთზე ლორენ ჯეიმსმა არასპორტულად ითამაშა მიშელ ალოზის წინააღმდეგ. ეს მომენტი VAR-მა გადაამოწმა და ინგლისი 10 ფეხბურთელით დარჩა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი : ინგლისმა ნიგერიას პენალტების სერიაში სძლია

ახალგაზრდა ფეხბურთელის არასპორტული საქციელი

მიუხედავად ჯეიმსის დანაკლისისა, 'სამმა ლომმა' თავი კარგად დაიცვა და გოლი არც დამატებით დროში გაუშვა. საბოლოოდ პენალტები დაინიშნა, რომელმაც გამოავლინა კიდეც გამარჯვებულის ვინაობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინგლისი მომდევნო ეტაპზე კოლუმბიასა და იამაიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.