კვირაში 1 მილიონი - 'ალ-ჰილალი' ოსიმენს არ ეშვება » სპორტის ხაზი

კვირაში 1 მილიონი - 'ალ-ჰილალი' ოსიმენს არ ეშვება

კვირაში 1 მილიონი - 'ალ-ჰილალი' ოსიმენს არ ეშვება
7-08-2023, 13:07
Aa Aa
გაზიარება:

'ალ-ჰილალი' ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელს ძალიან მალე ახალ შეთავაზებასაც გაუკეთებს.

ამ ინფორმაციას ბრიტანული მედიაც ადასტურებს, რომელიც სძენს, რომ არაბული კლუბი ნიგერიელ თავდამსხმელს კვირაში 1 მილიონს სთავაზობს, რაც ნამდვილად ნაყოფიერი შეთავაზებაა.

მიუხედავად ამხელა რიცხვებისა Cacliomercato პარტენოპეის ერთ-ერთი ლიდერის მყარ გადაწყვეტილებაზე წერს, სადაც ვკითხულობთ, რომ ვიქტორს გადაწყვეტილი აქვს ამ შეთავაზების უარყოფა და მინიმუმ ამ სეზონში ისევ ლურჯი ფორმის მორგება.

კვირაში 1 მილიონი - 'ალ-ჰილალი' ოსიმენს არ ეშვება

ოსიმენს იტალიაში დარჩენა სურს

ოსიმენი ნეაპოლურ კლუბში 2020 წლიდან ირიცხება - 24 წლის ფეხბურთელს 'ნაპოლის' რიგებში სულ 101 მატჩი აქვს ჩატარებული და 59 გოლი აქვს გატანილი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ვარსკვლავს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.