'ის განსაკუთრებულია' - 'უოტფორდის' მწვრთნელმა ჩაკვეტაძის დებიუტი შეაფასა » სპორტის ხაზი

'ის განსაკუთრებულია' - 'უოტფორდის' მწვრთნელმა ჩაკვეტაძის დებიუტი შეაფასა

'ის განსაკუთრებულია' - 'უოტფორდის' მწვრთნელმა ჩაკვეტაძის დებიუტი შეაფასა
5-08-2023, 23:22
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონშიპის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქპრ-ს დაუპირისპირდა და დამაჯერელად 4:0 იმარჯვა.

'შავ-ყვითლებმა' შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და გოლის გატანა მალევე მოახერხეს - პირველივე წუთზე იმრან ლოუზას პასით დელე-ბაშირუმ გაიტანა. მეორე გოლი ამჯერად თავად ლოუზამ გაიტანა, რომელმაც სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ, შეხვდრის 38-ე და 43-ე 'ონავრებმა' კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

სწორედ ამ მატჩში შედგა ქართველი ნახევარმცველის დებიუტი, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე შემოვიდა და სტატისტიკურად ბრწყინვალე გამოსვლა შემოგვთავაზა. გიორგის მონაგარი არასრულ 24 წუთში : 27 შეხება, 15/15 ზუსტი გადაცემა, 2 დარტყმა, 2/2 წარმატებული დრიბლინგი, 4/6 მოგებული დუელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალერიან ისმაელმა გააკეთა, რომელმაც ორიოდე სიტყვით ქართველის დებიუტი შეაფასა:

"მოედანზე შესვლის მომენტიდან ყველა მას აკვირდებოდა. ჩვენ გიორგის სახით გვყავს განსაკუთრებული ფეხბურთელი განსხვავებული იდეებით. ის გვაძლევს მეტ ვარიანტს ნახევარდაცვაში, რადგან მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. ჩვენ მისგან ბევრს ველით."


აქვე გეტყვით იმასაც, რომ 'უოტფორდი' მომდევნო შეხვედრას 8 აგვისტოს, EFL თასზე 'სტივენეიჯირის' წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი