'ვფიქრობ მისი მაისური უნდა ვიყიდო' - რა თქვეს ინგლისში ჩაკვეტაძის დებიუტზე? » სპორტის ხაზი

'ვფიქრობ მისი მაისური უნდა ვიყიდო' - რა თქვეს ინგლისში ჩაკვეტაძის დებიუტზე?

'ვფიქრობ მისი მაისური უნდა ვიყიდო' - რა თქვეს ინგლისში ჩაკვეტაძის დებიუტზე?
5-08-2023, 22:28
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონშიპის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქპრ-ს დაუპირისპირდა და დამაჯერელად 4:0 იმარჯვა.

'შავ-ყვითლებმა' შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და გოლის გატანა მალევე მოახერხეს - პირველივე წუთზე იმრან ლოუზას პასით დელე-ბაშირუმ გაიტანა. მეორე გოლი ამჯერად თავად ლოუზამ გაიტანა, რომელმაც სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ, შეხვდრის 38-ე და 43-ე 'ონავრებმა' კიდევ ორი ბურთის გატანა მოახერხეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

სწორედ ამ მატჩში შედგა ქართველი ნახევარმცველის დებიუტი, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე შემოვიდა და სტატისტიკურად ბრწყინვალე გამოსვლა შემოგვთავაზა. გიორგის მონაგარი არასრულ 24 წუთში : 27 შეხება, 15/15 ზუსტი გადაცემა, 2 დარტყმა, 2/2 წარმატებული დრიბლინგი, 4/6 მოგებული დუელი.

'ვფიქრობ მისი მაისური უნდა ვიყიდო' - რა თქვეს ინგლისში ჩაკვეტაძის დებიუტზე?

ჩაკვეტაძეს ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა


აღსანიშნავია, რომ 90 წუთის დასრულების შემდეგ, სოციალურ მედიაში ქართველ ვინგერზე არაერთი საინტერესო კომენტარი დაიწერა:


გიორგი ჩაკვეტაძე - ჩემი ახალი ღმერთი



საინტერესოა - ვფიქრობ, მესამე მაისური უნდა შევიძინო მისი სახელით



უოტფორდის საუკეთესო თამაში ბოლო წლებში. მატეუს მარტინი არის ახალი ჟოაო პედრო, ხოლო ჩაკვეტაძე ქართველი ჯეიმი ვარდი



გიორგი ჩაკვეტაძე შესანიშნავი იყო, როცა მოედანზე შემოვიდა. ვერ ვითმენ, რათა ვნახო მისი პროგრესი ამ სეზონში



ალმენ აბდის 'ვაიბები' ჰქონდა დებიუტშივე. მისი გვარი ასევე უხდება პროკლაიმერების 500 მილის 'ჩენთს' - „ჩაკ-ვე-ტაძე“.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ 'უოტფორდი' მომდევნო შეხვედრას 8 აგვისტოს, EFL თასზე 'სტივენეიჯირის' წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი