მიუნხენის ბაიერნის ინსაიდერის და Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის თქმით, ტომას ტუხელის გუნდმა ტოტენჰემს ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთავაზება გაუგზავნა.
საუბარია 100 მილიონ ევროზე + ბონუსები - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინადადების განსახილველად და საბოლოო პასუხისთვის ბაიერნი ტოტენჰემს დროს საღამომდე აძლევს, მიუხედავად ამისა, ცოტა ხნი წინ დადასტურდა, რომ დენიელ ლევი (ტოტენჰემის მფლობელი) ცოტა ხნის წინ ამერიკაში გაფრინდა, რითიც უგულვებელყო ბაიერნის ულტიმატუმი.
ახლა საქმე შემდეგნაირადაა: ან ბაიერნი საკუთარ ულტიმატუმს და დადებულ პირობას შეასრულებს, რითაც კეინის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეწყდება, ან მხარეები საერთო ენის გამონახვას კიდევ ერთხელ ცდიან, ფაქტი კი ის არის, რომ კეინის ტრანსფერი სერიოზული რისკის ქვეშ დგას.