"ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ" - მარუშიჩის კომენტარი ჰამრუნთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ" - მარუშიჩის კომენტარი ჰამრუნთან მატჩის წინ

"ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ" - მარუშიჩის კომენტარი ჰამრუნთან მატჩის წინ
2-08-2023, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე ჰამრუნს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისელთა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა მედიასთან ისაუბრა - შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი 2:1 დამარცხდა.

"გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ", - განაცხადა მარუშიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი