რამდენიმე წუთის წინ 'უოტფორდმა' ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან სამედიცინო შემოწმება რამდენიმე საათის წინ გაირა, რის შემდეგაც გააქტიურდა იჯარა 'სლოვანთან', სადაც გიორგი ირიცხებოდა.
გიორგიმ 'სლოვანის' რიგებში 50 მატჩამდე ჩაატარა
ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სეზონის ბოლოს 'ყვითელ არმიას' გიორგის გამოსყიდვის უფლება ექნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 'უოტფორდი' ჩემპიონშიპში ასპარეზობს. გუნდმა წინა სეზონი, ინგლისის მეორე ჩემპიონატში 63 ქულით, მეთერმეტე ადგილზე დაასრულა.