ლეაუ: "ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოსაგებად მილანი სწორი კლუბია" » სპორტის ხაზი

ლეაუ: "ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოსაგებად მილანი სწორი კლუბია"

ლეაუ: "ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოსაგებად მილანი სწორი კლუბია"
1-08-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ახალი სეზონის დაწყებამდე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რაფაელ ლეაუმ მილანთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, რის მიზეზებზეც მოგვიანებით მედიასთანაც ისაუბრა.

"მილანში დარჩენის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ეს კლუბი დამეხმარა. აქ მივაღწიე ჩემს მიზნებს, ერთად შევძელით და მოვიგეთ სკუდეტო, მილანში მომცეს საშუალება გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი.

ახლა თავს უფრო მოწიფულად ვგრძნობ და ვიცი, რომ გუნდის ლიდერი ვარ - მილანი ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოსაგებად სწორი კლუბია
", - განაცხადა ლეაუმ.

ცნობისთვის, 24 წლის შემტევმა იტალიის სერია ა-ს გასულ სეზონში თავის გამოჩენა 15 გოლით და 10 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი