31 წლის მეკარე - ვის დაიმატებს "ვალენსია" მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში? » სპორტის ხაზი

31 წლის მეკარე - ვის დაიმატებს "ვალენსია" მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში?

31 წლის მეკარე - ვის დაიმატებს "ვალენსია" მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში?
1-08-2023, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო რამდენიმე დღეა ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება ვალენსიაზე და ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილზე, რომელმაც შესაძლოა 'ღამურების' რიგები ამ ზაფხულს დატოვოს.

მთავარი მიზეზი კი ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც აშკრად ქმნის პრობლემებს ესპანელთა ბანაკში. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი იდეალური გამოსავალი კი ახალგაზრდა მეკარის 20-25 მილიონად გაყიდვაა, რომლითაც დაინტერესებული კლუბების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია, თუმცა თუ Football ESPANA-ს დავუჯერებთ ვალენსიას მამარდაშვილის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს. საუბარია ესპანიოლის 31 წლის კარის დარაჯზე, ფერნანდო პაჩეკოზე, რომელმაც წინა სეზონში 'ლურჯ-თეთრების' მაისურით სულ 16 შეხვედრა ჩაატარა.

31 წლის მეკარე - ვის დაიმატებს "ვალენსია" მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში?

ფერნანდოს გუნდი წინა სეზონში ლალიგის მეორე დივიზიონში დაქვეითდა

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მომავალს, გიორგის ყველაზე ხშირად მიუნხენის 'ბაიერნს' უკავშირებენ, რომელიც თავისმხრივ იან ზომერის შეცვლელს ეძებს.

საბოლოოდ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ქართველ მეკარეს მომავალ სეზონში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი