როგორც გერმანულ მედიაში იწერება, ინტერი ბაიერნიდან იან ზომერის დამატებასთან ძალიან ახლოსაა და მისი იტალიურ კლუბში ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.
შესაბამისად, ბაიერნის ბოსები ახალი მეკარის ძიებაში არიან, რადგან ტრავმიდან დაბრუნებული 37 წლის მანუელ ნოერი ერთადერთი არჩევანი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის მიხედვით, ბაიერნის სატრანსფერო სიაში ორი მეკარე იყო, გიორგი მამარდაშვილი და დავიდ რაია, რომელიც ამ ეტაპზე ბრენტფორდში თამაშობს. როგორც აღმოჩნდა, გერმანელებისთვის პირველ ადგილზე სწორედ რაია დგას, რომლის გაფორმებასაც ბაიერნის ბოსები უახლოეს პერიოდში შეეცდებიან.
ამდენად, თუ ყველაფერი არსებული სცენარით განვითარდა (ამის შანსი კი ძალიან დიდია), მაშინ გიორგი მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერი 100%-ით გამოირიცხება.