ბოლო დეტალებიღა რჩება - მანჩესტერი ჰოილუნდის გაფორმებასთან ახლოსაა » სპორტის ხაზი

ბოლო დეტალებიღა რჩება - მანჩესტერი ჰოილუნდის გაფორმებასთან ახლოსაა

ბოლო დეტალებიღა რჩება - მანჩესტერი ჰოილუნდის გაფორმებასთან ახლოსაა
30-07-2023, 14:02
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფორვარდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა და როგორც ჩანს, აქტიურობამ შედეგი გამოიღო.

საქმე ეხება 20 წლის დანიელ ტალანტ რასმუს ჰოილუნდს, რომელიც ამ ეტაპისთვის ბერგამოს ატალანტაში თამაშობს, თანაც ძალიან კარგად და დამაჯერებლად. მაგალითისთვის, ახალგაზრდა მოთამაშემ გასულ სეზონში სერია A-ში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, მანჩესტერ იუნაიტედი ტრანსფერის ბოლო ეტაპზე იმყოფება და ყველაფერი სულ მალე უნდა გაოფიციალურდეს.

ამავე ჟურნალისტის ინფორმაციის მიხედვით, ჰოილუნდის ტრანსფერში უდიდესი როლი ითამაშა თავად კლუბის მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, რომელიც დანიელ ფორვარდს სატელეფონო ზარის საშუალებით არაერთხელ გაესაუბრა.

ცნობისთვის, მანჩესტერ იუნაიტედის ბოსებს ახალგაზრდა დანიელი ფეხბურთელის შეძენა 70 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი