"პარი სენ-ჟერმენი ბარსელონადან დემბელეს გამოსყიდვას ცდილობს" - ფაბრიციო რომანო » სპორტის ხაზი

"პარი სენ-ჟერმენი ბარსელონადან დემბელეს გამოსყიდვას ცდილობს" - ფაბრიციო რომანო

"პარი სენ-ჟერმენი ბარსელონადან დემბელეს გამოსყიდვას ცდილობს" - ფაბრიციო რომანო
28-07-2023, 18:01
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში პოსტი უსმან დემბელესა და პარი სენ-ჟერმენის კონტაქტის შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი წერს, ფრანგები მზად არიან, რომ ბარსელონას დემბელეს გამოსასყიდი თანხა გადაუხადონ:

"პარი სენ-ჟერმენს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბარსელონას დემბელეს გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს, რომელიც 31 ივლისამდე 50 მილიონ ევროს შეადგენს, შემდეგ კი ზაფხულის ბოლომდე ეს თანხა გაორამგდება."

"ფრანგებს დემბელესგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ, რადგან ყველაფერი საწყის ეტაპზეა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი სწორედ დემბელეს პასუხს ექნება."

"უსმანს ახლა ორი არჩევანი აქვს, გადავიდეს პარი სენ-ჟერმენში, ან ბარსელონასთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმოს, რა შეთავაზებაც მას ესპანელებისგან უკვე მიღებული აქვს"
, - წერს ჟურნალისტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი