ოფიციალურად: გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოფიციალურად: გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
27-07-2023, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება - ქართველი მებრძოლის მეტოქე 26 აგვისტოს ალექს კასერესი იქნება, რომელიც ქვემსუბუქი წონის მე-15 ადგილოსანია.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ #GIGASHOW ბრუნდება! წელიწადნახევრის განმავლობაში გაუქმებული ბრძოლებისა და ჩახსნილი ოპონენტების შემდეგ, ჩემი ორთაბრძოლა ბოლოს და ბოლოს ჩაინიშნა. გთხოვთ, ილოცეთ, რათა ეს ბრძოლაც არ გაუქმდეს", - დაწერა ჭიკაძემ რამოდენიმე დღის წინ.

გიგა ჭიკაძემ ბოლო ორთაბრძოლა ჯერ კიდევ 2022 წელს კელვინ კატარის წინააღმდეგ გამართა და UFC-ის პირველი მარცხი იწვნია.

ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი ამ ეტაპზე ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის მე-9 ადგილოსანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი