უარი 240 მილიონიან შემოთავაზებაზე - ლაუტარომ არაბეთში არ წასვლის გადაწყვეტილება ახსნა » სპორტის ხაზი

უარი 240 მილიონიან შემოთავაზებაზე - ლაუტარომ არაბეთში არ წასვლის გადაწყვეტილება ახსნა

უარი 240 მილიონიან შემოთავაზებაზე - ლაუტარომ არაბეთში არ წასვლის გადაწყვეტილება ახსნა
11-09-2023, 19:28
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინული მედიის ინფორმაციით, იტალიური ინტერის 25 წლის თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინეზმა საუდის არაბეთის სარფიან შემოთავაზებაზე უარი თქვა, რაზეც მოგვიანებით კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

"კი, საუდის არაბეთიდან დიდი შემოთავაზებები მომივიდა, მაგრამ უარი ვუთხარი. ინტერში დარჩენა მსურს, აქ კაპიტანი ვარ, ბედნიერი ვარ და მაღალ დონეზე მსურს თამაში.

რატომ მიდიან ფეხბურთელები არაბეთში? დიდი ფულის გამო, მაგრამ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. მე უარი ვთქვი, რადგან უმაღლეს დონეზე მსურს თამაშის გაგრძელება. უკვე კოპა ამერიკაზე და მომდევნო მუნდიალზე ვფიქრობ, რათა კარგად მოვემზადო
", - განაცხადა მარტინესმა.

ცნობისთვის, როგორც იწერება, ლაუტარომ ჯამში 240 მილიონიან ხელფასზე თქვა უარი (კონტრაქტის ხაგნრძლივობა უცნობია).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი