"საზონოვი პერსპექტიული ბიჭია, კახა კალაძე კი.." - მილანის ყოფილი სპორტული დირექტორი » სპორტის ხაზი

"საზონოვი პერსპექტიული ბიჭია, კახა კალაძე კი.." - მილანის ყოფილი სპორტული დირექტორი

"საზონოვი პერსპექტიული ბიჭია, კახა კალაძე კი.." - მილანის ყოფილი სპორტული დირექტორი
26-07-2023, 16:06
Aa Aa
გაზიარება:

უცხოურ მედიაში ვრცელდება მილანის ყოფილი სპორტული დირექტორის, აირედო ბრაიდას კომენტარი, რომელსაც ის საბა საზონოვისა და კახა კალაძის შესახებ აკეთებს:

"საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში თამაშობს, არა? მის შესახებ ვიცი, ის საკმაოდ კარგი მოთამაშე და პერსპექტიული ბიჭია. აუცილებლად მინდა ვახსენო კახა კალაძე, რომელიც ჩვენს მილანში თამაშობდა და თანაც ძალიან კარგად. გასაკვირი სულაც არაა, რომ საზონოვის ყიდვა ახლა იტალიურ კლუბებს სურთ, ის მაღალი დონის ფეხბურთელია."

სხვათაშორის, არიედო ბრაიდამ ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და მასზე დადებითად ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ სერია A-ს პირველი ქართველი ვარსკვლავი სწორედ კახა კალაძე იყო:

"ახლა იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, თუმცა ამ ქვეყანაში პირველი ქართველი ვარსკვლავი სწორედ კალაძე იყო, რომელმაც ჩვენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო", - თქვა ბრაიდამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი