ყველაფერი გადაწყდა - რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია » სპორტის ხაზი

ყველაფერი გადაწყდა - რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

ყველაფერი გადაწყდა - რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია
26-07-2023, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი წარმომადგენლის, რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე გაირკვა, რის შესახებაც ინფორმაცია ექსკლუზიურად Setanta Sports-მა გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ქართველი მებრძოლი მომდევნო დაპირისპირებას 11 ნოემბერს გამართავს, მისი მეტოქე კი ვეტერანი დერეკ ბრანსონი იქნება.

დერეკ ბრანსონი უკვე 39 წლის გახლავთ და ნელ-ნელა დიდი სპორტისთვის თავის დანებებასაც გადაწყვეტს. შეიძლება ითქვას, რომ დერეკი ერთ-ერთ უკანასკნელ ორთაბრძოლას სწორედ რომან დოლიძის წინააღმდეგ გამართავს.

დოლიძის მომდევნო მეტოქეს ჯამურად 32 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან კი გამარჯვება 23-ჯერ შეძლო. საგულისხმოა, რომ ბრანსონს ბოლო ორი შეხვედრიდან ორივე წაგებული აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის კარგ ფორმაში არ იმყოფება, ეს კი რომანს შანსებს უზრდის.

შეგახსენებთ, რომ თავად რომან დოლიძემ ბოლო ორთაბრძოლა იტალიელი მარტინ ვეტორის წინააღმდეგ 18 მარტს გამართა და მსაჯების გადაწყვეტილების თანხლებით დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.