სუარესი ყველაფერს აკეთებს რომ ინტერ მაიამიში მოხვდეს - გრემიოს მწვრთნელის კომენტარი » სპორტის ხაზი

სუარესი ყველაფერს აკეთებს რომ ინტერ მაიამიში მოხვდეს - გრემიოს მწვრთნელის კომენტარი

სუარესი ყველაფერს აკეთებს რომ ინტერ მაიამიში მოხვდეს - გრემიოს მწვრთნელის კომენტარი
23-07-2023, 20:33
Aa Aa
გაზიარება:

ლუის სუარესს კარიერის დასრულებამდე ლიონელ მესისთან თამაში კვლავ სურს და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ბრაზილიური Globo Esporte ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ელ პისტოლერო გრემიოს დატოვებაზე და კარიერის ინტერ მაიამიში გაგრძელებაზე მუშაობს.

ყოველივე ამას, გრემოიოს მთავარი მწვრთნელის განცხადებაც ემატება, რომელმაც თქვა, რომ სანამ სუარესი საკუთარ მომავალზე საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება, მანამ ბრაზილიური კლუბის მაისურს ოფიციალურ მატჩებში ვერ მოირგებს, ისე კი 36 წლის თავდამსხმელს ამ ეტაპზე ტრავმა აწუხებს.

გარდა ლიონელ მესისა, ინტერ მაიამიში ტრანსფერის შემთხვევაში ლუის სუარესს გუნდში კიდევ ორი ყოფილი თანაგუნდელი: სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა დახვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი