უარი 200 მილიონიან კონტრაქტზე - უსმან დემბელეს ალ-ნასრიში გადასვლა არ სურს » სპორტის ხაზი

უარი 200 მილიონიან კონტრაქტზე - უსმან დემბელეს ალ-ნასრიში გადასვლა არ სურს

უარი 200 მილიონიან კონტრაქტზე - უსმან დემბელეს ალ-ნასრიში გადასვლა არ სურს
23-07-2023, 19:26
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას 26 წლის თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრის შემოტავაზებაზე უარი თქვა - ინფორმაციას ამის თაობაზე Footmercato ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ალ ნასრი მზად იყო ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბარსელონასთვის 50 მილიონი გადაეხადა, თავად დემბელეს კი 5 წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით ჯამში 200 მილიონ ევროს სთავაზობდა.

მიუხედავად სოლიდური შეთავაზებისა, დემბელემ არაბელები უარით გაისტუმრა, რადგან კარიერის კვლავ ევროპაში გაგრძელება სურს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში დემბელემ ბარსელონას მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 8 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი